პროექტი „ჩვენი ჯარი“ დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციულ შეხვედრებს ატარებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები რუსთავის, მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.