განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ - Palitra News

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“

2023-12-08 15:51:10+04:00

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“. შეხვედრაზე საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების კვლევის ძირითად ტენდენციებს. საზოგადოებას სრული და დეტალური ანგარიში მომდევნო ეტაპების დასრულების შემდეგ წარედგინება.