ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი საკითხი უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაა. მათი განცხადებით, ახლა საქართველოში უსაფრთხოების სექტორში ბევრი გამოწვევებია რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ საზედამხედველო კონტროლის გაძლიერება პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანებისგან მოხდეს.