გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას შვიდი ერთეული „შაჰედის“ ტიპის დრონით თავს დაესხა, თუმცა უკრაინელებმა მათგან 5-ის ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინას პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან „შაჰედის“ ტიპის დრონებით დნეპროპეტროვსკის რეგიონს შეუტია, ხოლო ბელგოროდის ტერიტორიიდან S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით ხარკოვის რეგიონს დაარტყა. ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსმა ჯარებმა ავდეევკას მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. გარდა ამისა, რუსები ბახმუტთანაც დაწინაურდნენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარი ბახმუტის სამხრეთით თავდასხმას აგრძელებს.