„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი, დავით ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებიან. ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე, უკრაინელების, განსაკუთრებით კი ბავშვების დარღვეულ უფლებებზე ისაუბრეს. ასევე საუბარი შეეხო რუსი ოკუპანტების მიერ არიან გატაცებულ ბავშვებსაც. კონფერენციაზე რუსეთის ტყვეობაში ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცების საკითხიც განიხილეს.