იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან ახლოს, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს - Palitra News

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან ახლოს, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

2023-12-08 09:15:26+04:00

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან ახლოს, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5-თ კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის ფიცარი, ასევე 4-ხ კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნა.