პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უმასპინძლა - ისინი ხელმოწერების კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, მოქალაქე, თავისი ეთნიკური წარმოშობით, რელიგიური მრწამსითა და ფესვებით სრულყოფილი მოქალაქეა და ევროპული ტიპის სახელმწიფოში ყველას უნდა ჰქონდეს წარმატებისა და სრულყოფილად არსებობის საშუალება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კამპანია 8-ა ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.