გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე თავად სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელმაც დამოუკიდებელობა შეინარჩუნა, რაც ოპოზიციას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ხელისფლებას პრეზიდენტის ეშინია.