ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. პარტიაში მიმდინარე რამდენიმე თვიანი დაპირისპირების შემდეგ, მელიამ პირველი კომენტარი გააკეთა - პარტიის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ის ეცადა, რომ თავისი პრინციპებისთვის არ ეღალატა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო, ის იძულებული გახდა, რომ წასვლის გადაწყვეტილება მიეღო. მელიას თქმით, დღეს საქართველოში პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალური საქციელი სტანდარტად აქციონ და წარმატებას არა ერთგულების, არამედ პრინციპებზე უარის თქმით მიაღწიონ. მელიამ ბიძინა ივანიშვილი მიერ ხელისუფლების მართვის მეთოდებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფულით მისი დამარცხება შეუძლებელია. ასევე, ნიკა მელიას მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ჯერჯერობით არ უსაუბრია.