ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად, მოსკოვში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პალესტინა იქნება. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტები ასევე ისაუბრებენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობაზე. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები დელეგაციის წევრების თანდასწრებით გამართავენ, შემდეგ კი სამუშაო სადილის ფორმატში ისაუბრებენ.