ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდი იმ პირების ნაწილს ასახელებს, ვინც მათი აზრით, ბიუჯეტის ფულით მდიდრდებიან. პარტია საქართველოსთვის წევრების აზრით, გამოძიება სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძის, აირზენას დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილისა და მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავლებით უნდა დაინტერესდეს. გახარიას გუნდს მალევე უპასუხა მმართველმა პარტიამ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ყოფილ პრემიერს ფაქტები ამ დრომდე არ წარმოუდგენია, რაც მის განცხადებებს ჭორაობად აქცევს.