ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილება გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობას" კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრები ტოვებენ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოს 6-მა დეპუტატმაც. პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით მიზეზი, ახალი მენეჯმენტი და თავმჯდომარეა. მათივე განცხადებიტ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთვება, მას შეუერთდებიან. ასევე ცნობილი გახდა რომ “ნაციონალური მოძრაობა" კახეთში 15- მდე წევრმა დატოვა. მათი ნაწილი საკრებულოს მოქმედი დეპუტატია. მათ საჯარო განცხადებები წასვლის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელეს. დეპუტატები მანდატების დათმობას არ აპირებენ და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი სტატუსით გააგრძელებენ.