პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იურიდიული პირების მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა. ინიციატოვა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. მმართველი პარტიის განცხადებით, შეზღუდვების გამკაცრების წინაპირობა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა გახდა, რომელშიც პარტიების დაფინანსების საკითხია განხილული. ოპოზიციის განცხადებით კი ინიცირებული ცვლილებები პოლიტიკაში შავი ფულის შედინების რისკს ვერ დააზღვევს, ეს კი ისევ ოცნების გუნდის ინტერესებშია. მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს ამ სიახლეზე უფრო ვრცლად.