გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მთავარი კონკურენტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე თავად სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე დუმს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელმაც დამოუკიდებელობა შეინარჩუნა, სწორედ ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტის ეშინია. როგორ აფასებენ მმართველი პარტიის განცხადებებს პოლიტიკოსები, საკითხზე უფრო მეტ დეტალს სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.