“შენი ხმა ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით, 9 დეკემბერს 14:00 საათზე არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით ევროპის მოედნამდე მივლენ. როგორც ცნობილია, მარშს პრეზიდენტიც შეუერთდება.