თურქულ ვაშლზე მოთხოვნა გაიზარდა. თუქრი ექსპორტიორების თქმით, განსაკუთრებული მოთხოვნაა ვაშლის ისეთ სახეობაზე, როგორიცაა „გალა“, რომლის მარაგიც მათ თითქმის ამოწურული აქვთ. საინტერესოა, რომ თურქული ვაშლის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა ინდოეთია, სადაც თურქულ ვაშლზე მოთხოვნამ შედარებით იკლო, დიდი ალბათობით ადგილობრივი კარგი მოსავლის გამო. თუმცა გაიზარდა თუქრული ვაშლის ექსპორტი ვეროპისა და ამერიკის მიმართულებით. როგორც უკვე ვახსენე, ინდოეთი თურქული ვაშლის უმსხვილესი მომხმარებელია. 2022 წელს ინდოეთში 100 ათას 496 ტონა პროდუქტი გავიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი - 80 ათას 981 ტონით, მესამეზე კი ერაყი დაახლოებით 52 ათასი ტონით. ვაშლის წლევანდელი მოსავალი თურქეთში შარშანდელისას მცირედით ჩამოუვარდებოდა: 2022 წელს ვაშლის მოსავალმა 4,8 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ, როცა წელს ეს მაჩვენებლი 4,7 მილიონი ტონა იყო. რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველომ დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების თურქული ვაშლი შემოიტანა, დაახლოებით მილიონ 300 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქტი ვიყიდეთ თურქეთში შარშან.