რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში "უსაფრთხოების გაძლიერება" არის საჭირო. უწყება განცხადებას ავრცელებს, რითაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზე განხილულ საკითხებს ეხმაურება. განცხადების თანახმად, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ "საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად შეთანხმების დადებაზე" არსებითი მუშაობა სწრაფად უნდა დაიწყოს. ასევე რუსეთის საგარეო უწყება კვლავ იმეორებს, რომ დე-ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი უნდა დაიწყოს. რუსეთის აღნიშნულ გზავნილებს თბილისში უკვე გამოეხმაურნენ.