თავებზე მონადირეები , ნორვეგიელი მწერალისა და მუსიკოსის იუ ნესბოს კრიმინალური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 2008 წელს მწერლის სამშობლოში გამომცემლობის Aschehoug-ის მიერ გამოიცა.________________________________________________________________
წიგნის სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა მამაკაცის როჯერ ბრაუნის გარშემო. როჯერი არის თავებზე მონადირე , რომელიც მუშაობს დიდი კომპანიების სახელით და ეძებს მენეჯმენტისთვის შესაფერის კანდიდატებს. მაგრამ მას ასევე აქვს ბუნდოვანი მხარე , ის დაკავებულია ხელოვნების ნიმუშების მოპარვით. წიგნის მთავარი გმირის მეუღლე, დიანა, ფლობს სამხატვრო გალერეას სადაც ერთ დღეს , როჯერი გაიცნობს ახალგაზრდა მამაკაცს , სახელად კლას გრევს, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება იყოს იდეალური ადამიანი ვაკანტური თანამდებობისთვის.თუმცა როჯერი მალევე აღმოაჩენს, რომ კლას გრევი მეტად ღირებული პერსონაა, როცა გაიგებს , რომ მას ეკუთვნის რუბენსის დიდი ხნის ნანატრი და ძალიან ღირებული ნახატი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.
როჯერი გადაწყვეტს მოიპაროს ეს წარმოუდგენლად ღირებული ნახატი. მაგრამ როდესაც ის შეიჭრება გრევის ბინაში, ის უფრო მეტს აღმოაჩენს, ვიდრე უბრალოდ ნახატს. კლას გრევი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე უარესი, რაც კი ოდესმე მომხდარა როჯერ ბრაუნის ცხოვრებაში , მათი ნაცნობობა კი შეიძლება გადაიქცეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლად
________________________________________________________________________________________
იუ ნესბო 1960 წელს ნორვეგიის დედაქალას ოსლოში დაიბადა. დედა ბიბლიოთეკარად მუშაობდა და მომავალ მწერალს ლიტერატურისადმი ინტერესი საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუჩნდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სამი წელი მსახურობდა ჯარში, სადაც აქტიურად იყო დაკავებული თვითგანათლებით. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ნესბო ჩაირიცხა ნორვეგიის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ბროკერად და ჟურნალისტად. 1992 წელს ის გახდა მუსიჯალური ჯგუფის Di Derre-ს დამფუძნებელი, რომელმაც 1994 წელს ნორვეგიაში პირველი ადგილი დაიკავა გაყიდვებში. 1997 წელს გამოვიდა ნესბოს პირველი წიგნი „ღამურა“, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მიიღო.
იუ ნესბო ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალია , 2014 წლის მონაცემებით ნორვეგიაში მისი რომანების სამ მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, მწერლის ნაშრომები 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, 2021 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით მისი წიგნების 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული, რამაც ნესბო ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ნორვეგიელ ავტორად აქცია.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2015 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.