ბრაზილიის მთავრობამ ვენესუელას საზღვართან ახლოს ჯარების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. ბრაზილიის ხელისუფებამ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდგე გადადგა, რაც ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანას ესეკიბოს რეგიონში ნავთობის მოპოვების ბრძანება გასცა. ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, ქვეყნის ჯარი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იმყოფება, რათა რეგიონში არსებული მშვიდობა დაიცვას. ესკიბოს რეგიონი, სადაც ნავთობის დიდი მარაგია, ვენესუელასა და გაიანას შორის მე-19 საუკუნიდან სადავო ტერიტორიაა. ვენესუელაში 3-მ დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 95%-მა ესეკიბოს რეგიონის შემოერთებას მხარი დაუჭირა.