რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. მათ ნავთობის, ღაზას სექტორში არსებულ კონფლიქტზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობენ. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები მსოფლიო ნავთობის 40%-ზე მეტს ამუშავებენ. შეხვედრის ბოლოს პუტინმა საუდის არაბეთის პრინცი მოსკოვშიც მიიწვია.