აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და აშშ-ის ევროპელი პარტნიორები მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა მომავალშიც გააგრძელონ. როგორც ბაიდენი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება და საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მან ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ უკრაინის დახმარება აქტიურად გააგრძელონ.