ოკუპირებული აფხაზეთის გადმოსვენებულ 17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილებზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23-ი პირის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა, მათგან 21-ი სამხედრო, 2 კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ომში გარდაცვლილ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. 1990-იანი წლების სამხედრო მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, გარდაცვლილთა პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, ნაპოვნია 604-ი ადამიანის ნეშტი და მათგან 288 არის იდენტიფიცირებული.