შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა - Palitra News

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

2023-12-07 09:21:50+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც სოფო გორგოძე ამბობს, მან აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო და ამას ცენტრის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. გორგოძემ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მცირე შესვენების შემდეგ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში კვლავ გააგრძელებს.