19 არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების სამინისტროსთან საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსში მონაწილე მასწავლებლების პროტესტს ეხმაურება. ორგანიზაციები მოუწოდებენ სამინისტროს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა პროტესტის მონაწილეებს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნათ. ისინი სამინისტროს რამდენიმე თხოვნით მიმართავენ. უკვე მესამე დღეა, რაც დირექტორობის შესარჩევ კონკურში მონაწილე მაია ეკალაძე განათლების სამინისტროსთან შიმშილობს. მასთან ერთად სამინისტროს წინ მისი ორი კოლეგაც იმყოფება. პედაგოგები ამბობენ, რომ სკოლებში დირექტორთა დანიშვნის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.