"შენი ხმა ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით, 9 დეკემბერს 14:00 საათზე მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით ევროპის მოედნამდე მივლენ. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორია. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მარშს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება. აღნიშნულის შესახებ მან ობელიანების სასახლეში სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.