გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი ყოფილი თანაგუნდელების მთავარი კონკურენტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ, თუმცა აღნიშნულ საკითხზე თავად სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე დუმს. როგორც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, „ქართული ოცნების“ განცხადებები მათ შიშზე მიანიშნებს, რადგან, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელმაც დამოუკიდებელობა შეინარჩუნა. გარდა ამისა, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე იფიქროს.