აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპი 2024 წლის არჩევნებში კენჭს რომ არ იყრიდეს, არაა დარწმუნებული, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბოსტონში საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც „სიბიეს“ ნიუსი წერს, ბაიდენის შეხვედრაზე გადაღება და ჩაწერა აკრძალული იყო, თუმცა პრეზიდენტის ეს კომენტარი მასთან მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.