აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ განმარტა, რატომ გააუქმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან. მისი თქმით, ზელენსკის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბრიფინგზე არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ სხვა თემებიც განიხილებოდა.