ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის შემდგომი სამი წლის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. დოკუმენტი როგორც ინფლაციის პროგნოზს, ისე - ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს არსებული მიკროეკონომიკური ვითარების მიმოხილვასა და იმ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს მოიცავს, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს. ნათია თურნავას დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზეც.