რეკომენდაციების შესრულებაში ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორიც. მათი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება, რომლის მთავარი მიზანია, რომ სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ ევროპას საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ მიაწვდინოს. ამ თემაზე უფრო ვრცლად ხატია სამხარაძე ისაუბრებს.