„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აშშ-ში უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვაშაძის თქმით, მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა, კონტაქტების დამყარება და კიბერ უსაფრთხოებისთვის გაძლიერებისთვის გამოცდილების მიღებაა. ფორუმის მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება და კრიპტო ტექნოლოგიური მიღწევებია. ფორუმს აშშ-ში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან.