სამგორის რაიონში "სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა" დაანგრიეს - Palitra News

სამგორის რაიონში "სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა" დაანგრიეს

2023-12-06 15:44:14+04:00

თაღლითური ჯგუფების მიერ ორგანიზებული არაკეთილსინდისიერი გარიგებები და დაზარალებული მოსახლეობა.თბილისში, სამგორის რაიონში "სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა" დაანგრიეს. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას ჰპირდებიან, რათა არ მიიღონ ფინანსური ზარალი.