აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები სალომე ზურაბიშვილს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში. საკითხზე ზურაბიშვილის ახლო გარემოცვა ამ დრომდე არაფერს ამბობს. მმართველი პარტია კი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი არჩევნებამდე გადადგება და ოპოზიციას შეუერთდება. ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ამ ინფორმაციის შესახებ ოპოზიციამ არაფერი იცის. კიდევ რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები.