უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან დაგეგმილი ონლაინბრიფინგი გააუქმა, რომლის დროსაც მას ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობისა და იარაღის საჭიროების შესახებ უნდა ესაუბრა. დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის განაცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო და განაცხადა, რომ სენატორების წინაშე დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ისაუბრებს, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ სჭირდება უკრაინას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რეკომენდირებული დახმარება.