საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის კონკურსის გამარჯვებულებმა სამეცნიერო კონფერენციაზე საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა. მან ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართა და კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა, ასევე კონფერენციის ფარგლებში მათ წარმატებებიც უსურვა. კონკურსის გამარჯვებულმა ახალგაზრდა მეცნიერებმა, ღონისძიების მონაწილეებს თავისი სამეცნიერო მიღწევები გააცნეს და მიღწეულ შედეგებზე დეტალურად ისაუბრეს.