სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, ასევე ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა ჩაატარა.აღნიშნული რეკომენდაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებით შემუშავდა და ის არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება უნდა უზრუნველყოს.