საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები - დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.