თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა, სადაც სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეები სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ. ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, დაათვალიერა. მისი განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით კიდევ ანალოგიური 15 დაწესებულება გაიხსნება.