რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, კორინთელი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.ის 24 ნოემბერს, წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესიიდან გაიტაცეს.