სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს მე-16 პლენარულ სესიას, რომელიც მოსკოვში გაიამრთება, არ დაესწრება. სიმონიანის პრესსამსახურის განცხადებით, შესაბამისი ოფიციალური წერილი რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს უკვე გაეგზავნა. ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართა, სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო. ბელარუსში ჩასვლაზე უარი თქვეს სომხეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.