ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ნიდერლანდების ახალი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ალიანსის მოკავშირეები უკრაინის დახმარებას განაგრძობენ. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უკრაინას დახმარება თანდათან ნელდება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქვეყნები თავიანთ რიტორიკას ცვლიან, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა პირიქით, უნდა გაიზარდოს.