ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, ოკუპირებულ მუნიციპალიტეტში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისთვის სპეციალური ზონა მზადდება. მანამდე კი, ოკუპირებულ სოხუმში აღნიშნული შეხვედრების განახლების სურვილიც გამოთქვეს. ოფიციალურ თბილისს ამ ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ფილია აცხადებს, რომ ე.წ.ი აფხაზური მხარე ამ საკითხში წინ წაიწია. ამ თემაზე კი უფრო ვრცლად ხატია სამხარაძე ისაუბრებს.