დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით გაწერილი ცვლილებები, რომლითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალებათ, საპარლამენტო უმრავლესობა დაჩქარებული წესით განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით ასევე კვალიფიციური სუბიექტების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ათვისების ზედა ზღვარიც მცირდება. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებს და აღნიშნული ცვლილება რეალურად არაფრის მომტანია. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს მმარველ გუნდს. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.