მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადადგება და ოპოზიციის რიგებს შეურთდება. განცხადება ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ვიზიტის დროს გააკეთა. კობახიძე აღნიშნავს რომ ზურაბიშვილის რეიტინგი მცირეა, ამიტომ ის ოპოზიციისთვის რაიმე განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ვერ იქნება. ამ თემაზე უფრო ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.