იტალია სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთ ევროპა ევროკავშირის ოჯახის ნაწილი იყოს. ვუჩიჩმა იცის, რომ მას შეუძლია ევროპულ საბჭოში იტალიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რათა ევროკავშირთან დაახლოების პროცესი დაჩქარდეს“, - განაცხადა მელონიმ.
ბელგრადში ვიზიტის ფარგლებში, იტალიის პრემიერმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან მიგრაციისა და კოსოვოს საკითხიც განიხილა.
„ვიცი, რომ სერბეთი კოსოვოს შესახებ დიალოგის დროს კონსტრუქციულ მიდგომას გააგრძელებს. იტალია ამ პროცესს მხარს უჭერს და ჩვენ ყველა იმ ვალდებულების შესასრულებლად ვმუშაობთ, რომელიც მხარეებმა აიღეს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.