ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანისთვის და ჯგუფისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის საქართველოსთვის იბრძვის რუსებთან და მათ დამქაშებთან, შიდა ინტრიგები კი არ აინტერესებს.
“ალბათ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.
მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.
ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანისთვის და ჯგუფისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, - წერს სააკაშვილი.