ლევან დავითაშვილმა დღეს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეულ სამუშაოებსა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით 2020-2023 წლების სტრატეგია შედეგზე ორიენტირებული იყო . დავითაშვილმა აღნიშნა ,რომ ეკონომიკური განვითარების და ტრანსფორმაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი აქვს. ანგარიშის პრეზენტაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.