ლევან დავითაშვილმა Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა - Palitra News

ლევან დავითაშვილმა Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2023-12-05 16:09:07+04:00

ლევან დავითაშვილმა დღეს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეულ სამუშაოებსა და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით 2020-2023 წლების სტრატეგია შედეგზე ორიენტირებული იყო . დავითაშვილმა აღნიშნა ,რომ ეკონომიკური განვითარების და ტრანსფორმაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი აქვს. ანგარიშის პრეზენტაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.