გაერო-ს დახმარების სააგენტო ადასტურებს, რომ ღაზაში მათი კიდევ 19 თანამშრომელი დაიღუპა. „7 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ჯამში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 130 თანამშრომელი დაიღუპა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, მათ შორის ხან იუნისა და რაფაჰის ტერიტორიებზე, მდებარე მათ 99 ობიექტს თავს დაახლოებით ერთი მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანი აფარებს. ორგანიზაციის ცნობით, კვირას განხორციელებული დარტყმების შედეგად ღაზაში, დეირ ალ ბალაჰსა და ხან იუნისში მათი ორი სკოლა დაზიანდა და ოთხი იძულებით გადაადგილებული პირი დაიღუპა.
„არ არსებობს უსაფრთხო ადგილი ღაზაში, იქნება ეს სამხრეთ თუ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რაფაჰში თუ სადმე სხვაგან, რომელსაც "უსაფრთხო ზონას" ცალმხრივად უწოდებ, - აცხადებენ ორგანიზაციაში.