დაადებს თუ არა ვეტოს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ექნება თუ არა ამას უარყოფითი გავლენა საქართველოზე - ქართულ ოპოზიციაში აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი, რომელიც მათი აზრით, პრორუსული ქმედებებით გამოირჩევა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით კი, ორბანსა და ევროკავშირს შორის დაწყებული საუბარი სხვა ხასიათისაა და ის საქართველოს არ ეხება.